loader

ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინას დაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინას დაარტყა

ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობას დაარტყა , - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახურთან, „შინ ბეთთან“ ერთად და ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა.

„ხელმძღვანელობის წევრები, რომლებზეც დარტყმა განხორციელდა, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.