"გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" თბილისის შტაბს" - შალვა პაპუაშვილი
"გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" თბილისის შტაბს.საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით. ე.წ. ტიტუშკა შემხვდა და ჩემკენ გამოიქცა და თავში ჩამარტყა“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო!“ „რუსებო“!