loader

"სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს" - რას ამბობს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს" - რას ამბობს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჟურ­ნა­ლისტ მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს, რომ­ლის მე­უღ­ლეც, ტიგ­რან კე­სო­ი­ა­ნი, დიდი ხა­ნია, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა. მას ოპე­რა­ცია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ, პუ­ტი­ნის მე­ხოტ­ბე, 45 წლის მე­დი­ა­მე­ნე­ჯერ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­და "რა­სია 1"-ის ეთერ­ში, ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის გა­და­ცე­მა­ში.

"ეს, რო­გორც ამე­რი­კა­ში ამ­ბო­ბენ, ქა­მინგ-აუ­თია. დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, სა­ერ­თოდ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ არა ეთერ­ში. როცა უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ აღარ მო­ვი­დო­დი და ალ­ბათ, არას­დროს მო­ვი­დო­დი, პატ­რი­არ­ქმა კი­რი­ლიმ ხელი ჩამ­კი­და და მი­თხრა: "შენ მებ­რძო­ლი ხარ". ამი­ტომ ჩავ­თვა­ლე, რომ ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და სი­მარ­თლე მეთ­ქვა.

რო­გორც ჩვენ­თან, რუ­სეთ­ში ამ­ბო­ბენ, უბე­დუ­რე­ბა რომ მოვა - კარი გა­ა­ღეო. ჰოდა, ჩვენს სახ­ლში კარი უკვე მოგ­ლე­ჯი­ლია. ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე, სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, ხვალ ოპე­რა­ცია მაქვს სწო­რედ აქ - ამ ორ­დე­ნის ქვეშ", - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა და მკერ­დის მარ­ცხე­ნა მხა­რეს მი­ა­ნიშ­ნა, სა­დაც მას წმინ­და თა­ნას­წორ მო­ცი­ქულ­თა მთავ­რის, ოლ­ღას სა­ხე­ლო­ბის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნი ეკი­და. ჯილ­დო მას ერთი დღით ადრე რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა გა­დას­ცა.

პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი მარ­გა­რი­ტას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ რა და­ა­ვა­დე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. თუმ­ცა, სა­უბ­რი­სას მან თავი "ახალ­გაზ­რდა გვარ­დი­ის" გმირ გო­გო­ნებს შე­ა­და­რა. "რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, რომ მათ მკერდს ცო­ცხლად მო­აჭ­რიდ­ნენ, არა ნარ­კო­ზით, რო­გორც მე..." - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა.

ტიგ­რან კე­სო­ი­ა­ნი და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნიშე­გახ­სე­ნებთ, დე­კემ­ბრის ბო­ლოს სი­მო­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქმა­რი გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამო კო­მა­ში ჩა­ვარ­და. 59 წლის კე­სო­ი­ა­ნი დღემ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა და მარ­გა­რი­ტას თქმით, ექი­მე­ბი მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმედს არ აძ­ლე­ვენ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ხუთი წლი­საა.