loader

ვრცელდება უმძიმესი კადრები, დაიღუპა ხუთი ადამიანი, არიან დაჭრილებიც, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა - იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი კადრები, დაიღუპა ხუთი ადამიანი, არიან დაჭრილებიც, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა - იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

იერუსალიმში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი - საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ცხრა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სამი სხვა პირი კი მინის ნამსხვრევების შედეგად დაშავდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მომხდარი თავდასხმის შეფასებას ახდენს.