loader

რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიამ განცხადება გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიამ განცხადება გაავრცელა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ლელოს“ ლიდერებს საპატიმროდან გათავისუფლებას ულოცავს.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ადამიანებს პოლიტიკური მიზეზებით აკავებს.

გახარიას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს, როგორ ართმევს „ოცნება“ მომავალს ახალგაზრდებს.

„ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის - განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს!

ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!“,- წერს გახარია.