"თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან - ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის" - ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან - ახლა, ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან - ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მიერ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.
კობახიძის თქმით, ის პატივს სცემს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას.