ალეკო ელისაშვილის პირველი კომენტარი ხაზარაძე - ჯაფარიძის შეწყალებაზე - "ჩვენი გაბანძება უნდოდათ"
"ეს არის ჩათლახობა, რაც ყაველაშვილმა და "ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრა, რომ ვითომ, "გაგვაბანძონ“ - არჩევნებში "ქართული ოცნება“ უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ, ახლა უფრო ომახიანად", - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაც და შეწყალებაც პოლიტიკური იყო.
ვიდეო: "ტვ პირველი"