loader

მეზობლებთან დავმარცხდით: სად იყო მთავარი პრობლემები, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და რა ითქვა მატჩის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეზობლებთან დავმარცხდით: სად იყო მთავარი პრობლემები, რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა და რა ითქვა მატჩის შემდეგ?

2026 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პირ­ვე­ლი მატ­ჩი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის, ჩვე­ნი სამ­ხრე­თე­ლი მე­ზობ­ლის გა­მარ­ჯვე­ბით, 2:3 დას­რულ­და.

რა ხდე­ბო­და "დი­ნა­მო არე­ნა­ზე"?მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან უი­მე­დოდ და­ი­წყო, რად­გან 3–ე წუთ­ზე კუ­თხუ­რი ჩა­წო­დე­ბი­დან თურ­ქე­თის მარ­ჯვე­ნა მცველ­მა, მულ­დურ­მა, ქარ­თვე­ლე­ბის სა­ჯა­რი­მო­ში ყვე­ლას აჯო­ბა, თა­ვით გა­ი­ტა­ნა და სა­კუ­თა­რი გუნ­დი და­ა­წი­ნა­უ­რა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­გორც დაც­ვა­ში, ისე ნა­ხე­ვარ­დაც­ვა­ში. თურ­ქეთს ბურ­თის ფლო­ბაც უკე­თე­სი ჰქონ­და (59 %), მეტი დარ­ტყმაც ჰქონ­და, როცა სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ხი­ფა­თო გაქ­ცე­ვის გარ­და მო­მენ­ტი არ ჰქო­ნია, ისე­თი, რო­მე­ლიც კარ­ში დარ­ტყმით დას­რულ­დე­ბო­და.

თით­ქოს სწრაფ­მა გოლ­მა გუნ­დი და­აბ­ნია და ტა­ი­მის ბო­ლომ­დე აზ­რზე ვერ მო­ვი­და. 41–ე წუთ­ზე კი თურ­ქეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვა­ში შექ­მნი­ლი ქა­ო­სით ისარ­გებ­ლა და კე­რემ აკტურ­კოღ­ლუმ ან­გა­რი­ში 2:0 გა­ხა­და. სა­ქარ­თვე­ლომ კი მხო­ლოდ ტა­ი­მის ბო­ლოს შექ­მნა სა­გო­ლე მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ლუკა ლო­ჩოშ­ვილ­მა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.

მე­ო­რე ტა­ი­მიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ასე­ვე მძი­მედ და­ი­წყო, გუ­რამ კა­ში­ას უხე­ში შეც­დო­მით ისარ­გებ­ლა აკტურ­კოღ­ლუმ და დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა, ან­გა­რი­ში კი 0:3-მდე გა­ი­ზარ­და. როცა თით­ქოს ჩაქ­რა მუხ­ტი და იმე­დიც გა­და­ე­წუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის ბრწყინ­ვა­ლედ და­წყე­ბულ­მა შე­ტე­ვამ და მის­სა­ვე გოლ­მა გა­მო­ა­ცო­ცხლა გუნ­დი.

71–ე წუთ­ზე კი სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მი­დან ახ­ლად შე­მო­სულ­მა ფორ­ვარ­დმა, ბა­რის ილ­მაზ­მა უხე­შად ითა­მა­შა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, წი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო და თურ­ქე­თი 10 კა­ცით და­ტო­ვა, რის მე­რეც თა­მაშ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს თა­მა­შის შე­მობ­რუ­ნე­ბის შან­სი გა­მო­უჩ­ნდა და ჯვა­როს­ნებ­მაც დარ­ჩე­ნი­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ბურ­თი ფლო­ბა­ში გა­ა­ტა­რეს. კაც­ნაკ­ლულ თურ­ქეთს ყვე­ლა მხრი­დან უტევ­დნენ, ის კი მთე­ლი გუნ­დით დაც­ვა­ში იდგა, თუმ­ცა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­მა­ტე­ბით დრო­ში, 97–ე წუთ­ზე მა­ინც შეძ­ლო და სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოლი გა­ი­ტა­ნა. განაგრძეთ კითხვა