loader

რთული პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რთული პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

2026 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი თურ­ქეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით იწყებს. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე მარ­ცხდე­ბა, ან­გა­რი­შით 0:2.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის პირ­ველ შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვილი სა­ნი­ოლ­მა შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მო­ე­დან­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კა­შია, გოგ­ლი­ჩი­ძე, ლო­ჩოშ­ვი­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე

გო­ლე­ბი გა­ი­ტა­ნეს: მე- 3 წუთ­ზე მი­ულ­დურ­მა და 41-ე წუთ­ზე აქ­ტი­ურ­კოღ­ლუმ

მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი გულ­შე­მატ­კი­ვარს და­ემ­შვი­დო­ბა, მან სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა 33 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა, კვეკ­ვეს­კი­რი ნაკ­რე­ბის სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის წევ­რი გახ­და.

აშ­კა­რაა, რომ თურ­ქე­თი მო­ე­დან­ზე მარ­თავ­და პრო­ცესს, აკონ­ტრო­ლებ­და ბურთს და თა­მა­შის ტემპს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ჰქონ­და ბურ­თის გა­ტა­ნის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. აშ­კა­რად ძა­ლი­ან სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩვე­ნი დაც­ვა, ხოლო ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის არ ყოფ­ნა­ში, მო­ე­დან­ზე უსუ­სუ­რია ჩვე­ნი შუა რგო­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თავ­დას­ხმას­თან კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლია, შე­დე­გად მი­ქა­უ­ტა­ძემ მთე­ლი ტა­ი­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ რა­ღაც 7-ჯერ მი­ი­ღო ბურ­თი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბე­ბი ბო­ლოს 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­უ­პი­რის­პირ­დნენ. შეხ­ვედ­რა თურ­ქე­თის გა­მარ­ჯვე­ბით 3:1 დას­რულ­და.

ცნო­ბის­თვის, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი E ჯგუფ­ში თურ­ქე­თის, ეს­პა­ნე­თის და ბულ­გა­რე­თის გუნ­დებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის ფარ­გლებ­ში, მე­ო­რე შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლო 7 სექ­ტემ­ბერს, კვლავ "დი­ნა­მო არე­ნა­ზე", ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს.