Google და მისი სხვა პლატფორმები, მათ შორის Youtube, Gmail და სერვისები საქართველოში შეფერხებით მუშაობს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი
Google და მისი სხვა პლატფორმები, მათ შორის Youtube, Gmail და სერვისები საქართველოში შეფერხებით მუშაობს.
ამის შესახებ “ფეისბუქის“ მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ. მომხმარებლები ასევე ვერ ახერხებენ Gmail-ის ანგარიშზე შესვლას.სავარაუდოდ პრობლემა გლობალურია, რადგან ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და საქართველოში.
რა გახდა ხარვეზის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კომპანია ოფიციალურ განმარტებას ჯერ არ აკეთებს.