loader

"რამხელა ტკივილი ხარ, გული მეგლიჯება" - ცნობილია იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი ემიგრანტი ქალის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამხელა ტკივილი ხარ, გული მეგლიჯება" - ცნობილია იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი ემიგრანტი ქალის ვინაობა

იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ბარ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ქალი - თიკო ოთარაშვილი და­ი­ღუ­პა.

ტრა­გე­დია 2 სექ­ტემ­ბერს მოხ­და.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, 40 წლის ქალს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა და ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"მე­გობ­რე­ბო, უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს ქა­ლაქ ბარ­ში...გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა გოგო, ემიგ­რან­ტი...

რამხელა ტკივილი ხარ თიკო. გული მეგლიჯება. ჩემს სამსახურში უნდა შემოსულიყავი. გუშინ დაგემშვიდობე და ასე მითხარი, მაკა შენ წადიო მშვიდად საქართველოშიო. მე კი კოხტად და ლამაზად დაგახვედრებო შენს სამსახურსო. ნეტავ, არ მენახე. მე კიდევ ეს მინდოდა... მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მშვიდობით არა, ნახვამდის...

ღმერთო, აქ სიტყვები ზედმეტია. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი..." - წერენ სოციალურ ქსელში დაღუპული ქალის ახლობლები.