loader

ახალციხეში 16 წლის ბიჭს 4 არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალციხეში 16 წლის ბიჭს 4 არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა

ახალციხეში სკოლის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. არასრულწლოვანს დაზიანებები სახესა და თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, მას დაბეჟილობები და ტემპერატურა აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას "სამოთხის კარიბჭე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ოთხმა არასრულწლოვანმა "სალაპარაკოდ" მდინარის ნაპირას გაიყვანა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებული ახალგაზრდის ახლობელი გამოცემასთან ამბობს, რომ არასრულწლოვნებმა 16 წლის ბიჭისა და მის ძმის ცემა დაახლოებით ერთი თვის წინაც სცადეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"სამოთხის კარიბჭე" თავდამსხმელების ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი ასაკი 13–16 წელია.

"არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა და ბოდიშს ვუხდი ბავშვს და მის ოჯახს," - ამბობს ერთ–ერთი არასრულწლოვნის დედა.

"ჩემი შვილი სტადიონზე იყო, მაგრამ ჩხუბში არ მონაწილეობდა," - ამბობს მეორე არასრულწლოვანის მამა.

მესამე ბიჭის მშობელი ადასტურებს, რომ მისი შვილი ჩხუბის უშუალო მონაწილე იყო: "როგორც ვიცი პოლიციას აქვს ეს საქმე, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. ახლა თბილისში ვარ, შვილთან არ მქონია საუბარი, თუმცა ის იყო უშუალო მონაწილე. დანარჩენზე ჩამოვალ და დაველაპარაკები მის მშობელს [დაშავებული ბიჭის დედას]".

მეოთხე პირის მშობელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.