loader

ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა - რას ამბობენ შსს-ში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა - რას ამბობენ შსს-ში?

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა.

„ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს.

ამ დროისათვის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა.

გამოძიების თანახმად, ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად არის ცნობილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში.

გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე [ირაკლი დგებუაძეზე] თავდასხმას ედავება.