loader

4 და 7 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩების გამო, მოძრაობა შეიზღუდება - დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 და 7 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩების გამო, მოძრაობა შეიზღუდება - დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

4 და 7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლო-ბულ­გა­რე­თის ნაკ­რე­ბებს შო­რის ფეხ­ბურთში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, რის გა­მოც, “დი­ნა­მო არე­ნას” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად, ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­ზღუ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, შე­ზღუდ­ვა ორი­ვე დღეს, 10:00 სა­ა­თი­დან 00:00 სა­ა­თამ­დე იმოქ­მე­დებს, რა დრო­საც, მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა გი­ორ­გი ცა­ბა­ძის, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი­სა და მეტ­რე­ვე­ლის ქუ­ჩებ­ზე, ასე­ვე აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე.“გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თევ­დო­რე მღვდლის, აბას­თუმ­ნის, მი­ხე­ილ წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის, თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის, ასე­ვე, არ­ჩილ ქურ­დი­ა­ნის, შოთა ია­მა­ნი­ძი­სა და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი­დან იმოძ­რა­ვე­ბენ ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის შემ­დე­გაც, სვლას გა­ნაგ­რძო­ბენ ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის ხი­დის, სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზი­რის, მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩის, პე­კი­ნის გამ­ზი­რის გავ­ლით და კვლავ, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზი­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, გმირ­თა მო­ე­დანს და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან. გმირ­თა მო­ედ­ნი­დან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავ­რებს დად­გე­ნი­ლი მარ­შრუ­ტით, თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის გავ­ლით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, ხოლო N306, N308 და N311 არ­სე­ბუ­ლი სქე­მით, ვა­რა­ზის­ხე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით იმოძ­რა­ვე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს, N541, N551, N536 და N431 წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი­დან იმოძ­რა­ვე­ბენ ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან სა­ა­კა­ძის მო­ე­დანს, სა­ი­და­ნაც: N541 მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩით და­უ­კავ­შირ­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირს და გმირ­თა მო­ედ­ნი­დან იმოძ­რა­ვებს დად­გე­ნი­ლი სქე­მით; N551 მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩი­დან და­უ­კავ­შირ­დე­ბა პე­კი­ნის გამ­ზირს და იმოძ­რა­ვებს დად­გე­ნი­ლი სქე­მით; N536 მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩით და­უ­კავ­შირ­დე­ბა გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირს, რის შემ­დე­გაც, გმირ­თა მო­ედ­ნი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბა თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე და იმოძ­რა­ვებს დად­გე­ნი­ლი სქე­მით; N431 სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნი­დან შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც გა­მო­ი­ყე­ნებს უკვე დად­გე­ნილ მარ­შრუტს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას წე­რეთ­ლის გამ­ზირს ანა­ლო­გი­უ­რი გზე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი N476 ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუ­ჩი­დან სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნი­სა და მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩის გავ­ლით, პე­კი­ნი­სა და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზი­რებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა, ხოლო თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რი­დან იმოძ­რა­ვებს დად­გე­ნი­ლი სქე­მით. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­მო­ი­ყე­ნებს ანა­ლო­გი­ურ მარ­შრუტს; N504 მოძ­რა­ო­ბას და­ას­რუ­ლებს მეტ­რო­სად­გურ „წე­რე­თელ­თან“, ხოლო N538 სად­გუ­რის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს გა­მო­ყე­ნე­ბით, და­უ­კავ­შირ­დე­ბა გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის ქუ­ჩას, თა­მარ მე­ფის გამ­ზირს და შემ­დეგ იმოძ­რა­ვებს დად­გე­ნი­ლი სქე­მით.

უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, N538 თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რი­დან და­უ­კავ­შირ­დე­ბა მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს და მეტ­რო­სად­გურ „დი­დუ­ბის­კენ“ სვლას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.