loader

"ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპაში, რომ ევროპა გვრყვნის და რუსეთი არა, მთელი გულით ვუსურვებ, მთელი ცხოვრება ასე "შეურყვნელად" გაეტარებინოს რუსეთში" - რას წერს მაია ბუწაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპაში, რომ ევროპა გვრყვნის და რუსეთი არა, მთელი გულით ვუსურვებ, მთელი ცხოვრება ასე "შეურყვნელად" გაეტარებინოს რუსეთში" - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ვინც თვლის, რომ აქციებზე დაკავებული ხალხი სამართლიანად გაუშვეს ციხეში, ზუსტად ასეთ სამართალს ვუსურვებ მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველგან და ყველაფერში. ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპაში, რომ ევროპა გვრყვნის და რუსეთი არა, მთელი გულით ვუსურვებ, მთელი ცხოვრება ასე "შეურყვნელად" გაეტარებინოს რუსეთში და მხოლოდ რუსი ტურისტების ყურებაში. ვინც თვლის, რომ ევროპა და ამერიკა დიფსთეითის გავლენის ქვეშაა და ამის ეშინია, ვუსურვებ, რომ არასოდეს გამოეცადოს ეს შიში და მშვიდად ეცხოვროს ქართული და რუსული ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, მეცნიერების და განათლების ფუფუნებაში.

ჩვენ კი, დანარჩენებს, ნუ გვიფრთხილდებით, ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში - გარყვნილები, ევროპული სასამართლოს მიერ დაჩაგრულები, დასავლური განათლების, ჯანდაცვის და მეცნიერების იმედად. ჯანდაბას ჩვენი თავი," - წერს მაია ბუწაშვილი.