ევროკავშირმა გელ-ლაქებში შემავალი ძირითადი ინგრედიენტი - TPO აკრძალა და სალონებს პროდუქციის გადაყრისკენ მოუწოდა
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ევროკავშირმა გელ ლაქების ძირითადი ინგრედიენტის, ტრიმეთილბენზოილ დიფენილფოსფინის ოქსიდი (TPO)-ის გამოყენება აკრძალა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინგრედიენტი ხელს უწყობს გელის და ჰიბრიდული ლაქების გამკვრივებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას.
ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (HPRA) მონაცემებით, მისი გამოყენება ადრე მხოლოდ პროფესიული მიზნებისთვის იყო შესაძლებელი, თუმცა მარეგულირებლები ამჟამად აცხადებენ, რომ ის ყველა შემთხვევაში აიკრძალა.
TPO კვლავ დაშვებულია აშშ-ში. სავარაუდოდ, მას 2026 წელს დიდი ბრიტანეთიც აკრძალავს. განაგრძეთ კითხვა>>>