"ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის და ხალხის დაშინებისთვის არის" - ონისე ცხადაძის ძმა
"ამას ველოდით. ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის არის" - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვიდეო: "TV პირველი"