loader

საქართველოს პროკურატურა ვიდეოკადრებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პროკურატურა ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის,

რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აქციების მიმდინარეობის დროს ბრალდებულებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში.

„საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს, ბრალდება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობად გადაუკვალიფიცირა და 11 პირი დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აქციების მიმდინარეობის დროს ბრალდებულებმა მონაწილეობა

მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში. პროკურატურამ თერთმეტ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. სასამართლოს განაჩენით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში

ბრალდებულების ქმედება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია,

აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა) და ბრალდებულებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.