"მომცეს საშუალება და ნებართვა, რომ ეს ვიდეო დავდო, ბოდიშს გიხდით, ვდებ ამ ჩანაწერს" - სალომე გოგიაშვილი ახალ ვიდეომიმართვას და ჩანაწერს აქვეყნებს
აგვისტოს დასაწყისში სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის დაწყებულ კონფლიქტს ახალი, სკანდალური ფაზა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც დაპირისპირება თითქოს მიწყნარდა, სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის,ვახო ნიკოლეიშვილისა და ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, სალომე გოგიაშვილს ლიკა შენგელია გამოეხმაურა. მისი თქმით, საუბარი დანაშაული არ არის. ფარული ჩანაწერი და მისი გავრცელება კი დანაშაულია და კანონით ისჯება.
ცოტა ხნის წინ, სალომე გოგიაშვილმაკიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა და სამართალდამცავებს მიმართა.