აქციის დაკავებულ მონაწილეებს შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ოთარ ჩრდილელის შვილია - რა დეტალებია ცნობილი
დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს პოლიციამ ბოლო ინფორმაციით, 23 ადამიანი დააკავა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ყოფილი დეპუტატის და ამჟამად თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის ქალიშვილი, ანუკი ჩრდილელი. ოთარ ჩრდილელი კახი კალაძის მეგობარია.როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვეუბნება, ანუკი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდა.
"ახალგაზრდები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ანუკი საერთოდ, ტროტუარზე იდგა. პოლიციამ მათი დაკავება რომ დაიწყო, მასაც მოჰკიდეს ხელი და მანქანაში ჩატენეს", - გვიყვება აქციის მონაწილე. განაგრძეთ კითხვა...