loader

აქციის მონაწილეებმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეებმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

პარლამენტთან შეკრებილების ნაწილმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გადმოინაცვლა, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა გზის გადაკეტვის საშუალება.

ადგილზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ამ დროისთვის, პარლამენტთან და თეატრალურ უნივერსიტეტთან პოლიციის კორდონია განლაგებული, ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, დღეს პროტესტის მონაწილეებმა დღის განმავლობაში 3-ჯერ სცადეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.