loader

ვრცელდება კადრები რუსთაველიდან, სადაც პოლიციამ სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები რუსთაველიდან, სადაც პოლიციამ სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის პარტია „ახლების“ წარმომადგენელი, შუშანა მაცაბერიძე.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს.

აქცია რუსთაველის თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.