loader

მოსამართლემ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსამართლემ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.