"უდიდესი შანსია, ეს სასწრაფოდ უნდა მოახერხოს!" - 2 წლამდე ბავშვის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ სცემა, "ტიკ-ტოკზე" ლაივში გამომწერებს მიმართავს და დახმარებას ითხოვს.
ქუთაისში დააკავეს ბებია, რომელმაც ორ წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ბავშვმა საჭმლით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.
გამოძიება და მიმდინარე პროცესიგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა ის მოქალაქე, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩამოტვირთა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლო პროცესი ხვალ არის დაგეგმილი.