loader

"მიწისძვრამ 622 ადამიანი იმსხვერპლა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა" - კადრები ავღანეთიდან, სადაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიწისძვრამ 622 ადამიანი იმსხვერპლა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა" - კადრები ავღანეთიდან, სადაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 622 ადამიანი დაიღუპა და 1 500-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებსაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ზოგიერთ შორეულ დასახლებამდე მიღწევას.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

შეგახსენებთ, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდა იყო.