“მშობიარობას გადაყვა…” - ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა
ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი მშობიარობის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკულ ამბავს გარდაცვლილი ქალის ახლობლები ავრცელებენ.
მან მშობიარობამდე ერთი დღით ადრე "ფეისბუქზე" თავად დაწერა, რომ სამშობიაროში წასვლას მოუთმენლად ელოდა.
"არა! აღარ შემიძლია! … ჩემი გიორგის ჯგუფელი ნინო ფირცხალაიშვილი, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი დერმატოლოგ-ვენეროლოგი აღარაა.
სტუდენტობისას ყველა ჯგუფელზე დედასავით ზრუნავდა. დღესასწაულების დროს განსაკუთრებული ზრუნვა ჩემს "სულელ" შვილს, რომელიც ძმასავით უყვარდა, ჭირდებოდა (ვერ იტანდა სასმელს): "მაო, მეტი არ დალიო", "მაოს ცივი საფენები შუბლზე"…
ნინიკომ არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა სიყვარულით სავსე. გამთენიას მშობიარობას გადაყვა. პატარა გოგონა დატოვა.
მეორედ გახლეჩილი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ჯგუფელებს, რომლებმაც ჯერ გიორგის წასვლაც კი ვერ მოინელეს და ახლა ეს საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ყველა მის ახლობელს და ვუსამძიმრებ საკუთარ თავს.
ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვდებ ჩემო მეგობრებო, რომ ულამაზესი ნინიკოს ულამაზეს სულს ნათელი თქვენ უსურვოთ, ხოლო მის შვილს ყველაფერი საუკეთესო, სასახელო ქალბატონი გაზრდილიყოს!" - წერს გარდაცვლილი ექიმის, გიორგი გელდიაშვილის დედა, ნინო გელდიაშვილი.
ნინო ფირცხალაიშვილს ემშვიდობებიან მისი მშობლიური სკოლა და მასწავლებლები.
"გავქვავდით... გავიყინეთ... დავპატარავდით.... ძალი და უნარი წაგვერთვა რომ რამე გითხრათ ჩვენო ნინიკო! ჩვენო საამაყო! ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ! როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა ხელმეორედ უნდა გამხდარიყავი დედა... მაგრამ ვაიიი... ვაი წუთისოფელოო...
შენ თვითონ გვირჩიე, რა ვუთხრათ იური მასწავლებელს? შენს ძამიკოს? რადგან არა აქვს სიტყვა და ახსნა ამ ყველაფერს... იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში მოგეფერება, მუხლებზე დაგსვამს, ტკივილებს დაგიამებს, მაგრამ არ გაუხარდება, ასე ნაადრევად შენი მისვლა.
გვაპატიე ნინიკო შენდა საკადრისად თუ ვერ დავწერეთ და გადმოვეცით სათქმელი. ჩვენო თბილო და ხალისით სავსევ გვეწვის სული. სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვრცხვენია", - წერს ქვიანის საჯარო სკოლა.