loader

“სამწუხარო რეალობა და არა პირველად. ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა…” - ექიმი ლალი ჯანაშია საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამწუხარო რეალობა და არა პირველად. ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა…” - ექიმი ლალი ჯანაშია საზოგადოებას მიმართავს

ექიმი ლალი ჯანაშია საზოგადოებას მიმართავს და გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კრაზანის კბენის შემთხვევაში:

"სამწუხარო რეალობა და არა პირველად. ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა

• პირველი და მთავარი პრეპარატი.

• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).

• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.

2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.

• ჟანგბადის მიწოდება.

• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

3. ინტრავენური თერაპია

• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.

• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).

4. დამხმარე მედიკამენტები

• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).

• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.

5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი."