ამერიკელმა მამაკაცმა ცოლისგან თავის დაღწევის მიზნით სიკვდილი გაითამაშა და ქალთან შესახვედრად საქართველოში გამოიქცა
აშშ-ში, ვისკონსინში მცხოვრებმა სამი შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გააყალბა, რათა ახალი ცხოვრების დასაწყებად ევროპაში გაქცეულიყო.
45 წლის რაიან ბორგვორტი 2024 წლის აგვისტოში თევზაობისას გაუჩინარდა. მან გადაბრუნებული ნავი, ტელეფონი და პირადობის მოწმობა დატოვა. ოჯახის განცხადების საფუძველზე მას სამართალდამცველები დიდხანს ეძებდნენ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი კანადაში, შემდეგ საქართველოში გაიქცა. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ის საქართველოში უზბეკ ქალთან შესახვედრად ჩავიდა, რომელიც ონლაინ გაიცნო.
მოსამართლემ მამაკაცს 89 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა სასჯელისა, გრინ ლეიკის ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მარკ სლეიტმა მას 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა. სწორედ ამდენი დაოჯახრა მის სამძებრო სამუშაოებში. განაგრძეთ კითხვა>>>