loader

“წულუკიანი აპირებს მიჩივლოს… აი ამ სტა­ტუ­სის გამო და­მი­რე­კეს” - რას წერს ირინა სარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წულუკიანი აპირებს მიჩივლოს… აი ამ სტა­ტუ­სის გამო და­მი­რე­კეს” - რას წერს ირინა სარიშვილი

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­პა­სუ­ხოდ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"აი ამ სტა­ტუ­სის გამო და­მი­რე­კეს მე­დი­აჰოლ­დინ­გი­დან "კვი­რა" და "იმე­დი­დან" - ბო­დი­შის მოხ­დას თუ აპი­რებ­თო.

თ. წუ­ლუ­კი­ა­ნი აპი­რებს მი­ჩივ­ლოს, თან ისიც და­ა­ყო­ლა, რომ შენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცი­ხე­ში არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვარ გა­რე­შე ძა­ლე­ბის (სა­ვა­რა­უ­დოდ დიფსტე­ი­ტის და­ვა­ლე­ბით) ჩემი ნე­ბით და­ვი­წე­რე ჯვა­რიო. რავი, მი­ხე­დეთ ვინ­მემ ამ ქალს, ცო­დოა", - წერს ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი.

მა­ნამ­დე, ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლის ამა­ვე სტა­ტუსს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნაფ­ტა­ლი­ნის ცუდი სუნი აგ­დით, და არ უნდა გპა­სუ­ხობ­დეთ, გაც­ნო­ბებთ, რომ არა­ვის არ გავ­ყო­ლი­ვარ ცო­ლად ცი­ხე­ში გარე ძა­ლე­ბის და­ვა­ლე­ბით, არა­მედ - გერ­გე­ტის სა­მე­ბა­ში და­ვი­წე­რე ჯვა­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ა­ზე, სა­დაც ორი­ვე მხა­რე მო­ძღვრის წი­ნა­შე ჩვე­ნი­ვე ნე­ბით დავ­დე­ქით.

ჯვრის ერ­თგუ­ლე­ბა კი ჩემი ერთ-ერთი თვი­სე­ბაა, რო­მელ­საც ვერ მო­ვიშ­ლი.

სხვა­თა შო­რის, თავს თუ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­მესხნენ, თავს მან­ქა­ნის "ბარ­და­ჩოკ­ში" კი არ შევ­მა­ლავ (sic), ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას გა­და­ვე­ფა­რე­ბი, იქ­ნებ გა­და­ვარ­ჩი­ნო-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რებ. კი ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, მაგ­რამ ალ­ბათ გა­მოგრჩათ, რომ "ბარ­და­ჩოკ­ში" თა­ვის შე­ყო­ფის საქ­მემ ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა, სტრას­ბურ­გში.ამ ყვე­ლა­ფერს კო­დუ­ას ნა­ნუ­ლი (მე­ო­რედ ვუ­ჩივ­ლე და გამ­წა­რე­ბუ­ლია ) ვერ გა­ი­გებს, მაგ­რამ თქვე­ნი აყ­რო­ლე­ბუ­ლი სინ­დი­სი კარ­გად გა­ი­გებს - ჭკუა გაქვთ მის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

ვერც ის ქალი გა­ი­გებს, ფი­ლარ­მო­ნია ქმრის ზურგს უკან ცოლი რომ მო­იყ­ვა­ნა ამას წი­ნათ და კო­მენ­ტა­რებს წერს თქვენს სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ზე.ის ხომ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მუ­შა­ობ­და კა­ცე­ბის კნუ­ტად ვერა-ვა­კის მა­გის­ტრალ­ზე და უკად­რე­ბელს იკად­რებს, თუ დას­ჭირ­და.ყვე­ლა ის პირი, ვინც მე­ო­რე დღეა, სი­ბინ­ძუ­რეს ავ­რცე­ლებთ (მე­ო­რე ქმა­რი შე­ირ­თოო და არ­ღვევთ ათო­ბით ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის და­ცუ­ლო­ბის უფ­ლე­ბას), სა­სა­მარ­თლო­ში შევ­ხვდე­ბით!

ჯერ კი­დევ გაქვთ დრო, რომ სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბი და სხვა­დას­ხვა უხამ­სო­ბე­ბი წა­შა­ლოთ. ან არ წა­შა­ლოთ.

ნა­ნულ, ტვი­ნი არ გაქვს და ჯი­ქა­ნი მა­ინც მო­იშ­ვე­ლიე ხან­და­ხან, სა­ნამ მო­რიგ სი­ბინ­ძუ­რეს და­წერ", - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი წერ­და, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და.