"აღნიშნულ თემას სპეკულაციები მოჰყვა, ზოგი ქილიკობდა, იუმორიც კი არ აქვთ - ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო" - კახა კალაძე მეტროსადგურ "ვარკეთილზე"
გუშინ აღნიშნულ თემას [მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობის განახლებას] სპეკულაციები მოჰყვა. ზოგი ქილიკობდა, იუმორიც კი არ აქვთ, გაუგებარი გზავნილები ჟღერდებოდა. მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ განაახლა მუშაობა, სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მისივე თქმით, რთული სამუშაოები განხორციელდა, რისი ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო.