"პარლამენტის წინ მიიყენა თვით დაზიანება - ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ გამომეხმაუროთ" - მოქალაქე დახმარების თხოვნით, მიმართვას ავრცელებს
"ადამიანმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიიყენა თვით დაზიანება,
ეს ადამიანი ერთხელ იყო აქ მოსული ამ მოტივით, ამბობდა რომ ვეტერანის დახმარება შეუწყვიტეს და აპირებდა ვენების გადაჭრას,
გამოვართვი ის ნივთი ქაღალდის საჭრელი დანა ჰქონდა დავუძახე პოლიციას, იმ იმედით რომ სათანადო ყურადღებას მიქცევდნენ მაგრამ არა,
როგორც ჩანს აშკარა ალცჰაიმერის ნიშნებით ადამიანი დატოვეს ქუჩაში, ახლა ამოვიდა კიბეზე უკვე თვითდაზიანებით.
კობა აბრამიშვილია ამ კაცის სახელი და გვარი. ფოტო ძველია როცა პოლიციელებს დახმარებისთვის მივმართე.
მე არ მაქვს არანაირი რესურსი არც ცოდნა მივადევნო თვალი ამ ამბავს.
ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ გამომეხმაუროთ." - წერს ვასო ელიავა.