"ჩემი დასწრების გარეშე დაკითხეს, სადაც ეუბნებოდნენ აღიარე, არაფერი იქნებაო..." - რას აცხადებს ქმრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თეკლა გერსამიას ადვოკატი?
"ჩემი დასწრების გარეშე დაკითხეს, სადაც ეუბნებოდნენ აღიარე, არაფერი იქნებაო ...ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებთო ... იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც დაუდეს .. ოქმში ეწერა მე დავარტყი დანაო"- ამბობს "tV პირველთან" ქმრის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თეკლა გერსამიას ადვოკატი .
ცნობისთვის,საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ქალს, რომელმაც თბილისში ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანების შედეგად კი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.