"მე საწყალი და უბედური დედა არ ვარ,მე ამაყი დედა ვარ..." - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული მარიამ დოხნაძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მარიამ დოხნაძის დედა ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"მადლობა ჩემო მეგობრებო,ვიცი როგორ გტკივათ მე საწყალი და უბედური დედა არ ვარ,მე ამაყი დედა ვარ უფალმა მარიამის დედობა მარგუნა
დე ჩვენ სულ ერთად ვართ, ჩემო უნაკლო გოგო" - წერს მზეკო მამალაძე.
ცნობისთვის, უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა.
ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ორივე მათგანს ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.
შედეგად, ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.