loader

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 268-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის ეზოდან წამოსული მარშის მონაწილეები.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.