"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო და ბოლო 12 წელია არ მინახავს, რასაც დღეს ვნანობ, ის იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული პიროვნება და კარგი მეგობარი" - გია ხუხაშვილი
დღეს, 61 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ლევან გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობდა 2000-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
"სამწუხაროდ, თბილისში არ ვარ და ვერ მოვახერხებ ბოლო გზაზე გავაცილო ლევან გაჩეჩილაძე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო და ბოლო 12 წელია არ მინახავს, რასაც დღეს ვნანობ, ის იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული პიროვნება და კარგი მეგობარი," - წერს ხუხაშვილი.