"ცუდად ვარ, უმძიმესია ჩემთვის ეს ამბავი... ცემისგან განუვითარდა ათასი რამ თავში..." - რას ჰყვება ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძეზე?
დღეს, დილას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.
ambebi.ge ია მეტრეველს ესაუბრა. მეტრეველის თქმით, ლევან გაჩეჩილაძის ავადმყოფობა აქციების დროს დარბევის დროს მიყენებულ ტრავმებს უკავშირდება.
- ძალიან ცუდი ამბავი გავიგე, ცუდად ვარ. უმძიმესია ჩემთვის ეს ამბავი, განსაკუთრებულად მიყვარან ძმები გაჩეჩილაძეები. ვაჟკაცი ბიჭები, რომლებმაც პირველმა ამოიღეს ხმა იმ ბოროტების წინააღმდეგ და თავი შესწირეს ორივემ. ამაზე ვარ გაგიჟებული, სატანა სააკაშვილი ცოცხალი უნდა იყოს და ეს ბიჭები რა დღეში იყვნენ. გიაც ჯანმრთელობა წართმეული, ის უფრო ცუდად იყო თავიდან, მერე ლევანი.
- გიამ გულის ოპერაცია გაიკეთა თუ არ ვცდები?
- დიახ, სტენტები და რა არ აქვს ჩადგმული.
- ბატონი ლევანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა.
- კი, ცემისგან განუვითარდა ათასი რამ თავში, რტყმისგან და ცემისგან, მაგის მერე დაემართა ყველაფერი. ბოლო წლებში უფრო გიასთან მქონდა ურთიერთობა და ლევანის ამბებს ისე ვიგებდი. ლევანს ბოლოს პანაშვიდზე შევხვდი, ვიცოდი რომ ვერ იყო კარგად. ერთი კვირის წინაც ვიკითხე და მითხრეს, არ იყო კარგად. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ გამოძვრეს-თქო. განაგრძეთ კითხვა>>>