დაღუპულია სულ მცირე, 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები: ავღანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა იმ ავტობუსის მგზავრები იყვნენ, რომელსაც ირანიდან დეპორტირებული ავღანელი მიგრანტები გადაჰყავდა.ქაბულისკენ მიმავალ ავტობუსს ჰერატის პროვინციაში სატვირთო მანქანასთან და მოტოციკლთან შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ავტობუსში მყოფი ყველა ადამიანი, ასევე ორი ადამიანი სხვა ავტომობილებიდან.
ჰერატის პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და დაუდევრობის გამო მოხდა. განაგრძეთ კითხვა>>>