loader

"მაგინებს და წარმოუდგენელი სიტყვებით მომიხსენიებს, ხვალ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგინებს და წარმოუდგენელი სიტყვებით მომიხსენიებს, ხვალ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბექა გოცირიძის ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მას შეურაცხმყოფელი სიტყვების მოიხსენიებს, შსს-ს მიმართავს.

"ვუყურე ბექა გოცირიძის ვიდეოს, სადაც მაგინებს და წარმოუდგენელი სიტყვებით მომიხსენიებს.

ხვალ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით.

ესაა ქვეყანა სადაც ქოცებისთვის დაწერილი ბატების სმაილებისთვის გვაჯარიმებენ და მაინტერესებს რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როცა მათი ტიტუშკები საჯაროდ ასეთი სიტყვებით მოგვმართავენ ჩვენ.

კოლეგებო, ხვალ, 14:00 ზე შსს-ში შევიტან განცხადებას გოცირიძის შეურაცხყოფაზე." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.