loader

საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალი“-ს გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, წარმოადგინა გაყალბებული დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.