მამაკაცზე, რომლის დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, ახალი ინფორმაცია ვრცელდება - "ჩემი შვილი, გვიან ღამით კიდევ გავიდა მოსაკითხად, თუმცა სკვერში აღარ დახვდა"
გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოხუცი კაცი,რომლსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა სკვერში მარტო იმყოფებოდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. მოხუცი კაცის დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.
როგორც დღეს გავარკვიეთ, მოხუცი სკვერში აღარ იმყოფება.
"ინფომაცია რომ გავავრცელე, ჩემი შვილი, გვიან ღამით კიდევ გავიდა მოსაკითხად, თუმცა სკვერში აღარ დახვდა. როგორც ჩანს, დაეხმარნენ, თუმცა ჩემთვის უცნობია, სად გადაიყვანეს," - გვეუბნება ქალი, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტო და ინფორმაცია გაავრცელა.
"ზის სკვერში, ადამიანი არ რეაგირებს, არის უაზროდ, იქნებ ნათესავებმა ან ნაცნობების ჩინით დავეხმაროთ ამ უბედურს" - წერდა მოქალაქე თინა-ლია ჩივაძე.