"ერთ-ერთი გასწრებას ცდილობდა" - ჩოხატაურში გზიდან 2 მანქანა გადავარდა
ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში.
როგორც თვითმხილველმა “გურია ნიუსს” უთხრა ორი მანქანა გზიდან გადავარდა.
“ერთი მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა გადავარდა ჩოხატაური-ოზურგეთის ტრასაზე.
სოფელ ბუკნართან 2 ავტომანქანა გზიდან გადავარდა. როგორც ჩანს ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ერთ-ერთი გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ავარია მოხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მსხვერპლი არ არის. ყველანი კარგად არიან, - ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.