loader

რას ამბობს ადგილობრივი ექიმი, რომელიც პირადად შეხვდა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ნათია აფხაზავას? - "შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ.... ძალიან განვიცდი მომხდარს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ადგილობრივი ექიმი, რომელიც პირადად შეხვდა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ნათია აფხაზავას? - "შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ.... ძალიან განვიცდი მომხდარს"

ზუგდიდში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა მოკლა.

"კვირის პალიტრას" მოკლულის ახლობელი ადგილობრივი ექიმი ესაუბრა, რომელიც პირადად შეხვდა მკვლელობის დღეს მოკლულ ქალს.

"შოკირებული ვარ ამ ამბით. მოკლულია სიცოცხლით სავსე ნათია აფხაზავა. მართლა უკარგესი ადამიანი. დღეს ვნახე პირადად, ჩემთან იყო კლინიკაში მოსული 12 საათზე, გეგმურ ვიზიტზე. ნათია სოფელ ოდიშიდან არის. წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე ჰყავს და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული. აქ რომ ჩამოვიდოდა, ყოველ წელს მოდიოდა კლინიკაში და იკეთებდა გეგმურ გამოკვლევებს. ყველაფერს იმოწმებდა. ოფიციალურად დარეგისტრირებულია ჩვენს კლინიკაში და დღესაც დათქმულ დროს, გერმანული სიზუსტით მოვიდა. ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. ვერ წარმომიდგენია ნათიას ვინმესთვის რამე რომ დაეშავებინა. როგორც ვიცი, მთელ საახლობლოს და ნათესავებს პატრონობდა. ყველას უყვარდა. დღეს 12 საათზე რომ მოვიდა ჩემთან, გადასარევ ხასიათზე იყო. სიცოცხლით სავსე, ენერგიული და საქმიანი გოგო იყო. ისეთი ადამიანი, რომელიც თავს დაგამახსოვრებს ადამიანს.

მართლა არ ვიცი რატომ მოკლეს, რატომ გაიმეტეს ნათია მოსაკლავად. შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ. ძალიან განვიცდი მომხდარს. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი ადამიანი მოკლეს. ეჭვიანობის ნიადაგზეო ითქვა, მაგრამ ეგ სისულელე ვერსია მგონია. არ მჯერა. წარმოიდგინეთ პაციენტი რომ ასე დაგამახსოვრებს თავს და ასე რომ განიცდი მის მკვლელობას, როგორი ადამიანი იქნებოდა ნათია. მან დაიმსახურა ჩემი პატივისცემა. შოკიდან ვერ გამოვდივარ.

5 და-ძმანი იყვნენ, ყველანი ნათიამ წაიყვანა გერმანიაში, ასწავლა და დაასაქმა. ძალიან საქმიანი და კარგი გოგო იყო. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა და დარჩნენ ახლა უდედოთ მისი პატარები. თუ ვინმეს დასჭირდებოდა სანათესავოში ექიმთან ვიზიტი, ჩემთან აგზავნიდა. ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა ჩემი და ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე, გერმანიიდან მითანხმებდა ვიზიტებს. განაგრძეთ კითხვა>>>