loader

"მინდა, ყველამ ნახოთ! ჩვენ რომ რუს "ქოცებს" ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა"ქოცებთან" - ანა წითლიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, ყველამ ნახოთ! ჩვენ რომ რუს "ქოცებს" ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა"ქოცებთან" - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე კონსტიტუციონალისტს, მოძრაობა "სოციალური დემოკრატიისთვის" წევრს, ვახუშტი მენაბდის ოჯახს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს.

"გაინტერესებთ, რამდენს იხდიან მიშას პლაკატის დახევაში და "ნაცების" დემონიზების მცდელობაში?

იხილეთ, მოკლედ აქ ასეთი ამბავია...

მინდა, ყველამ ნახოთ.

მერე შეხვიდეთ ტენდერების გვერდზე და გადაამოწმოთ საკუთარი თვალებით...

ეს ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, ასეთი არის მრავალი შპს გურიამშენთან.

ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ვახუშტი მენაბდის ძმა და აჩიკო თალაკვაძის ძმა...

2024 წლის 8 ივლისია ხელშეკრულების დადების თარიღი.

თუ გვერდზე შეხვალთ და დაათვალიერებთ, იპოვით აგვისტოში დადებულ ხელშეკრულებებსაც.

მოგებული ტენდერის გაფორმების ხელშეკრულებაა.

ანუ ჩვენ რომ რუს "ქოცებს" ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა "ქოცებთან".

მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით მოგებული ტენდერი და მენაბდის მარანი...

ვახშუტი მენაბდე რა "ნაცების" რეჟიმი... თურმე სად ხარ შვილო...

თუ რამეს გაბრალებთ, გამოდი და უარყავი....

იხილეთ ტენდერების გვერდი. https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge" - წერს ანა წითლიძე.