"კატასტროფა! რა საშინელებაა" - ბათუმიდან საგანგაშო კადრები ვრცელდება
"ბათუმი - მდინარე, რომელიც ზღვაში ჩადის" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოს საზოგადეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა:
"აქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს დამჭერი ბადე, რომელიც შეაგროვებს ნარჩენებს და მოხდება ამოღება ნაგვის...
კიდევ კაი, ბათუმში არასდროს მიბანავია...
ვისი ბრალია? ნუ ჩაყრით ნაგავს და იქნება სუფთა, მიუთითებ და გაგლანძღავენ, რა უნდა მასწავლოო და მართლა ბევრი გვაქვს სასწავლი, საკუთარი სახლის ნაგავს მდინარეში არ უნდა ყრიდე და აბინძურებდე გარემოს...
წელს ბათუმი ისეთი ბინძურუა ყველანაირად აი, ბანგლადეში მიმიქარავს...
ჯარიმა უნდა დაწესდეს ნაგვის დაყრსზე, თან საკმაოდ მაღალი, რომ დააჯარიმებენ, ვინც ასე მოისვრის ნაგავს...
მდინარეში და ახლოსაც ისედაც ვერ ჩაყრის ვერავინ ჯარიმებია იმხელა.საინტერესოა, საიდან მოაქვს ეს სიბინძურე?!
რა საშინელებაა !
ახლახან ჩამოვიდა ჩემი ახლობელი ზღვიდან და საშინელი ვირუსი შეხდვათ მთელ ოჯახს, ასეთი სიბინძურე თუ ჩაედინება ზღვაში. რა გასაკვირია.
კატასტროფა!
ბუნების დაცვისთვის როდის მოვიცლით, ქვეყანა თავზე გვენგრევა" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.