"ოცნების" რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება, ბოლო დაკავებებიც ამაზე მეტყველებს" - ელენე ხოშტარია
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს მიერ 3 პირის დაკავებას და ორისთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენას ეხმაურება.
"ოცნების" რყევა და შიდა დაპირისპირებები გრძელდება, ბოლო დაკავებებიც ამაზე მეტყველებს.
ოღონდ მთავარი უბედურება ისაა, თუ რამდენად გადახლართულია სისტემა ქურდულ სამყაროსთან, ქუჩა აბარია იმას, მერე ამას, ეს ბერას ‘ბრატია’, ის იმის კლანი.
მათ შორის ამიტომაც უნდა დაემხოს "ოცნება" და ასევე, ნებისმიერმა მომავალმა პოლიტიკურმა მმართველობამ უნდა გამორიცხოს ქურდებთან გარიგებით ძალაუფლების მოპოვება და შენარჩუნება.
სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნებისმიერი ქურდის ადგილი არის ციხეში, ვის მხარესაც არ უნდა იჭერდეს" - წერს ელენე ხოშტარია.