დაღუპულია "ალ ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი - 2 ჟუნალისტი და 3 ოპერატორი: რა ცნობები ვრცელდება ღაზადან ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ
"ალ ჯაზირას“ 5 ჟურნალისტი, მათ შორის ცნობილი რეპორტიორი ანას ალ-შარიფი, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს, ისრაელის მორიგი დარტყმის შედეგად დაიღუპა.
"ალ ჯაზირას“ ცნობით, ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად, საავადმყოფოს მთავარ შესასვლელთან ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.
"კვირას მომხდარი მიზანმიმართული მკვლელობა პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმაა", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ანას ალ-შარიფზე თავდასხმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ის "ჰამასის ტერორისტული უჯრედის ხელმძღვანელად მსახურობდა“. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) განაცხადა, რომ მომხდარით შეძრწუნებულია. განაგრძეთ კითხვა...