loader

"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ" - ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ" - ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს

"საფიქრალია, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთისთვის ძალიან ცუდად ვითარდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ ცხადია ინფორმაციას ფლობს", - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

როგორც გვარამია “ფეისბუქ” პოსტში წერს, საქართველოსთვის ომის დაწყების გადაბრალება ერთადერთი შანსია, რომ საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.

“ასევე, ცხადია, "ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.

სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ. არ გამოვრიცხავ, საერთოდ ისიც ქნან, რომ სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ წულუკიანის "დასკვნის" და მის გამო დაწყებული "გამოძიების" საფუძველზე ან ამავე საფუძველზე ეს რუსეთმა ქნას.

ვინც არ იცის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ომის დანაშაულის გამოძიება არ ან ვერ ხდება რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარის მიერ”, - წერია გვარამიას წერილში.