რომელ მუნიციპალიტეტში იქნება მერობის კანდიდატი "იმედის" ჟურნალისტი - პრემიერმა მერობის კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მერობის კანდიდატად „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა.
63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კობახიძემ.