რა თქვა კახა კალაძემ, მას შემდეგ რაც "ვარკეთილში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
მეტროსადგურის გახსნის შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს.