კახა კალაძის პირველი კონკურენტი ცნობილია
კახა კალაძის პირველი კონკურენტი ცნობილია - პრორუსულმა პარტიამ "კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელსაც "ალტ-ინფოდაც“ მოიხსენიებენ, თბილისში მერობის კანდიდატად ზურაბ მახარაძე წარადგინა.
"ჩვენ გვინდა "ნაცების“ და "ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ. შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა“, - ამბობს ზურა მახარაძე პარტიის "ფეისბუქგვერდზე"გავრცელებულ მიმართვაში.
შეგვახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 17-მა პარტიამ გამოთქვა.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ: "კოალიცია ცვლილებისთვის“, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, "ფედერალისტები“ და ა.შ.